საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- კლინიკის ქირურგიული განყოფილების მარკეტინგული აქტივობების განხორციელების უზრუნველყოფა;
- მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ჩართულობა;
- მარკეტინგული აქტივობების მიმდინარეობის მონიტორინგი და რეპორტინგი;
- საკომუნიკაციო არხების მართვა და შედეგიანობის ანალიზი;
- ბაზრის კვლევა და ანალიზი;
- მარკეტინგული ბიუჯეტის წლიურ და კვარტლურ დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით);
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო მარკეტინგის მიმართულებით განათლებას/სამუშაო გამოცდილებას;
- კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (Word, Excel, Power Point);
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 21 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - მარკეტინგის მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.