ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მეორე, მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ სტაჟირება მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
· სხვადასხვა ტიპის კონტენტის დაგეგმვა და შექმნა;
· კონტენტ კალენდრის მართვა;
· ციფრული სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა, რაც გულისხმობს E-mail, Facebook & Instagram სარეკლამო კამპანიას;
· სარეკლამო ბიუჯეტის შემუშავება;
· მიზნებზე მორგებული კამპანიის გაშვება;
· რელევანტური "ქივორდების" მოძიება/რეკლამის შექმნა;
· ჩაშვებული კამპანიების ოპტიმიზაცია და მონიტორინგი;
· რეპორტინგი;
· სხვა სახის მარკეტინგული აქტივობების დაგეგვის პროცესში აქტიური ჩართულობა.
ძირითადი მოთხოვნები:
· (MS Office) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
· მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
· ინგლისური ენის ფლობა ზეპირი და წერითი კომუნიკაციის დონეზე.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
· ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენის და მათი გადაწყვეტის უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· დროის ეფექტურად მართვა;
· გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - მარკეტინგის სპეციალისტი - სტაჟირება.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.