საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ მენტალური არითმეტიკის მასწავლებლის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მენტალური არითმეტიკის პროგრამა UCMAS
- განკუთვნილია 4-14 წლის ბავშვებისთვის;
- აღიარებულია საერთაშორისო ლიდერი უნივერსიტეტების მიერ: ჰარვარდი, სტენფორდი, სან-დიეგო;
- სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ღონისძიებებში და გადაეცემათ საერთაშორისო აღიარების სერთიფიკატები და ჯილდოები;
- განსაკუთრებული სასწავლო მეთოდიკა ISO სერთიფიკატს ფლობს და ბავშვებში ავითარებს ისეთ კოგნიტურ უნარებს, როგორიცაა: მეხსიერება, სწრაფი ფიქრი, ანალიზის უნარი, კრიტიკული აზროვნება, თავდაჯერებულობა და აშ;
- თბილისის ლიდერი სკოლები პროგრამის აქტიური პარტნიორები არიან, მათ შორის: თანამედროვე განათლების აკადემია, ევროპული სკოლა, BGA, BIST, ბაქსვუდი, ახალი სკოლა, UG და აშ.
სამუშაო პირობები:
- პოზიციაზე სრული ან ნახევარი განაკვეთი (სურვილისამებრ);
- სრულად დაფინანსებული თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი;
- ფრანგული ენა b1/b2 (სავალდებულო).
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - მენტალური არითმეტიკის მასწავლებლი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.