ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

მხარდაჭერის კონსულტანტი
19 May 2021

საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაში მხარდაჭერის კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

·         ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;

·         მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება და პროაქტიულად მხარდაჭერა;

·         პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაციის მიზნით ინფორმაციის მიღება/დამუშავება;

·         მიღებული მომართვებისა და გადაწყვეტის გზის შესახებ ანგარიშგების წარდგენა;

·         ტესტირება და სხვა პროდუქტების მოკვლევა;

·         სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

·         უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით;

·         სააღრიცხვო პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მხარდაჭერის კუთხით;

·         სასურველია CS(Customer support/service)-ში მუშაობის გამოცდილება;

·         სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის კარგად ცოდნა;

·         ინგლისური ენისა და რუსული ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);

·         MS Office-ის პროგრამების ცოდნა;

·         ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

·         გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

·         ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

·         რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

·         დეტალებზე ორიენტირებულობა.

დამატებითი დეტალები:

·         სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი;

·         ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხლე აქ.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის  23 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge  სათაურის ველში მიუთითეთ - მხარდაჭერის კონსულტანტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი