ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას, მომხმარებელთა მომსახურებისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილებების, ჯგუფების ხელმძღვანელებს შორის, დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, განსაზღვრავს მათ ფუნქციებს და აძლევს დავალებებს;
გ) ადგენს დეპარტამენტის ყოველწლიურ გეგმებს, ამზადებს ყოველკვარტალურ და ყოველწლიურ ანგარიშს და წარუდგენს ბიბლიოთეკის დირექტორს დირექტორის მოადგილეს;
დ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ბიბლიოთეკის დირექტორს/დირექტორის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით;
ე) ღია მეცნიერების განვითარების საქმიანობის ხელშეწყობა.
ვ)უძღვება დარგობრივ საბჭოს.
ზ)ასრულებს ბიბლიოთეკის დირექტორის/დირექტორის მოადგილის ცალკეულ დავალებეს;
თ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრი
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში
ენების ცოდნა:
პიროვნული უნარები:
- კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა;
- ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა;
- დასაბუთების უნარი;
- ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
- ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კეთილგანწყობილ სამუშაო გუნდს;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- განვითარების პერსპექტივას.
პოზიციისათვის დამახასიათებელი სპეციფიური ცოდნა:
- თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მომსახურების სტანდარტების ცოდნა
- Social Media მთავარი ასპექტები
საოფისე პროგრამების ცოდნა:
- Microsoft Word;
- Microsoft Excel;
- Microsoft PowerPoint.
თანამდებობრივი სარგო დარიცხული 1705 ლარი. (ამ თანხას აკლდება საშემოსავლო და საპენსიო)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე (CV) მითითებულ ელ. ფოსტაზე info@sciencelib.ge სათაურის ველში (subject line) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47