- მონაწილეობს განახლებადი ენერგიების უპირატესი ათვისებისა და განვითარების ხელშეწყობის პროცესში;
- მონაწილეობს განახლებად ენერგიებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;
- მონაწილეობს ენერგეტიკული ობიექტების საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო, სარეაბილიტაციო - სარეკონსტრუქციო საქმიანობის დოკუმენტების განხილვის, განხორციელების უზრუნველყოფის და მონიტორინგის პროცესში;
- მონაწილეობს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესში;
- მონაწილეობს განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საინვესტიციო წინადადებების შესახებ მიღებული ინფორმაციისა და წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევის, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების პროცესში;
- განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მონაწილეობს საინვესტიციო პროექტებისა და დადებული საინვესტიციო ხელშეკრულებების მონიტორინგის, განხორციელების ხელშეწყობის პროცესში;
- ამზადებს სამმართველოდან/დეპარტამენტიდან/სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის პროექტებს;
- ასრულებს სამინისტროს დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და ხელმძღვანელობის დავალებებს.
- დამატებითი მოთხოვნები
-
ა) ენერგეტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
ბ) ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ცოდნა;
გ) სასურველია კომპიუტერული პროგრამების: „AutoCad“ და „Arc Gis“ კარგად ცოდნა.
- დამატებითი ინფორმაცია
-
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:
- სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად;
- სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
შეფასების ეტაპზე:
- კანდიდატის შეფასება მოხდება ზეპირი დავალებით და გასაუბრებით;
- საკონკურსო თემატიკის შესაბამისად შემოწმდება თემატიკის შესაბამისი ცოდნა და ანალიზის უნარი;
კანდიდატის შეფასების მაქსიმალურ ქულად განისაზღვრება 40; ზეპირი დავალების შეფასების მაქსიმალური ქულა - 20, გასაუბრების მაქსიმალური ქულა - 20.
კანდიდატის გამოძახება გასაუბრებაზე არ მოხდება იმ შემთხვევაში თუ:
*კანდიდატი არ გამოცხადდება ზეპირ დავალებაზე.
*კანდიდატის ზეპირი დავალება შეფასდება 12 - ზე ნაკლები ქულით.
თანამდებობაზე არ დაინიშნება კანდიდატი, რომელიც გასაუბრებაზე დააგროვებს 15 ქულაზე ნაკლებს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 12 თვიანი გამოსაცდელი ვადა გამოიყენება მხოლოდ პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის არმქონე პირთათვის.
რეზიუმეს გასაგზავნად ეწვიეთ ბმულს: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/99037?active=1