ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

კონფიგურაციის სპეციალისტი-Nexia Solutions

16 April 2026

კომპანია Nexia Solutions აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კონფიგურაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

• პოტენციური მომხმარებლის ბიზნეს პროცესების შესწავლა/სისტემის დემონსტრირება;
• არსებული მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
• სააღრიცხვო სისტემაზე კორპორატიული ტრენინგ კურსის ჩატარება;
• მომხმარებლის ბიზნეს პროცესების შესწავლა/სისტემაში მოდელირება;
• საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური დავალების მომზადება;
• საჭიროების შემთხვევაში დეველოპერისთვის დავალების მიწოდება/ტესტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
• MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
• უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/ რუსული ენების კარგად ცოდნა)
• ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
• ERP სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

სამუშაო პირობები:
• სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის 12, „King David”.
• სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, ნაწილობრივ დისტანციური, 10:00-19:00
• ანაზღაურება: 300₾ პირველი სამი თვე (ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის გარეშე). 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ანაზღაურებადი სტაჟირება კონფიგურაციის სპეციალისტის პოზიციაზე”.

კომპანია Nexia Solutions ნერგავს თანამედროვე ERP და CRM გადაწყვეტილებების საქართველოს ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი - ERP და CRM მიმართულებით არსებული უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა. Nexia Solutions-ის დახმარებით უამრავმა კომპანიამ გააციფრულა ყოველდღიური სამუშაო პროცესი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.

 აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი