ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე პროგრამა ბალანსის მიმართულებით.
პროგრამა ბალანსი მინი-ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· კლიენტების მხარდაჭერაში მონაწილეობის მიღება;
· სამუშაო ფაილების მომზადება;
· კლიენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
· კლიენტებისგან სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა;
· პროგრამის ფუნქციონალის ტესტირება;
· ტექნიკური დავალებების მომზადება;
· სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
· სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით;
· სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
· ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
· სასურველია რუსული ენის ცოდნა;
· MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;
· ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
· გუნდურად მუშაობის უნარი;
· ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
· სამუშაო საათები - სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი;
· 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში;
· ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
o I ტესტირება;
o II გასაუბრება.
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის 13 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ანაზღაურებადი სტაჟირება სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის გუნდში.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.