ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიაში ბუღალტერიის მიმართულებით ანაზღაურებად სტაჟირებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· ბუღალტერის მიმართულების მენეჯერის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება;
· ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაციის მოძიება და ელექტრონული აღრიცხვა;
· შეამოწმოს „კლიენტი“ კომპანიის მიერ წარმოებული პირველადი დოკუმენტაციის სრულყოფილება და სისწორე;
· შეადაროს არსებული დოკუმენტაცია ბუღალტრულ და დეკლარირებულ მონაცემები;
· აღმოჩენილი უზუსტობების შემთხვევაში აცნობოს ბუღალტერს და მასთან ერთად განსაზღვროს არსებული პრობლემების აღმოფხვრის გზები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· ეკონომიკური/ფინანსური განათლება;
· საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
· ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
· სასურველია პროგრამების ცოდნა;
· სასურველია ACCA -ს პირველი დონის.
პიროვნული თვისებები და უნარები:
· ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· მათემატიკური აზროვნების უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
· ორგანიზატორული უნარი;
· სისწრაფე და ოპერატიულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ბუღალტერიის მიმართულების სტაჟიორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.