ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

ანაზღაურებადი სტაჟირება აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში
13 January 2021

საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში.

ძირითადი მოვალეობები:

·         კლიენტების ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლაში მონაწილეობის მიღება;

·         აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტის გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;

·         აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;

·         კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად პირველადი დოკუმენტების დამუშავება და შენახვა;

·         ინვენტარიზაციის პროცესის დაკვირვება და შერჩევითი გადათვლები;

·         აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;

·         პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

·         კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

·         განათლება ფინანსებში;

·         ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე კლიენტებთან კომუნიკაციისთვის და დოკუმენტაციასთან სამუშაოდ;

·         საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელი);

·         ანალიტიკური აზროვნება;

·         ეფექტური კომუნიკაციის უნარები და აზრის გასაგებად გადმოცემა;

·         გუნდური მუშაობა;

·         პროფესიული განვითარების მოტივაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

·         სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე;

·         სამუშაო საათები: 10:00 – 19:00;

·         სტაჟირების პერიოდი: 6 თვე;

·         ანაზღაურება: შეთანხმებით;

·         ვაკანტური პოზიცია: 1;

·         სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (თბილისის ბიზნეს ცენტრი);

·         კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

o   ტესტირება - ხანგრძლივობა: 20-30 წუთი, ტესტირების თემა: საბაზისო ცოდნის შემოწმება ბუღალტერიასა და ფინანსებში;

o   გასაუბრება - ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

·         ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.

დასაქმების შემთხვევაში გთავაზოვთ:

·         სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;

·         გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;

·         სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება;

·         კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;

·         კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;

·         თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;

·         პროფესიული სწავლების დაფინანსებას;

·         სამედიცინო დაზღვევას;

·         სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ანაზღაურებადი სტაჟირება აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111.  career@ug.edu.ge, ტელ: 255-22-22.

 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი