ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამათავრებელი კურისის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში საგადასახადო დეპარტამენტში ანაზღაურებად სტაჟირებაზე.
მოთხოვნები:
· განათლება შესაბამისი მიმართულებით;
· სასურველია გავლილი ქონდეს ACCA-ს მინიმუმ 1 წიგნი;
· სასურველია ინგლისური ენის B2 და რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა;
· სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
· ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
· გუნდში მუშაობის უნარი;
· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
· ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4;
· სტაჟირების პერიოდი: 6 თვე;
· ანაზღაურება: შეთანმხებით;
· სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქუჩა N11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი);
· კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
o ტესტირება:
§ ხანგრძლივობა: 20-30 წუთი
§ ტესტირების თემა: ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვები
o გასაუბრება - ტესტიტების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
· ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
დასაქმების შემთხვევაში კომპანია გთავაზოვთ:
· კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
· კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
· თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
· პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
· სამედიცინო დაზღვევას;
· სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2022 წლის 16 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ანაზღაურებადი სტაჟირება საგადასახადო დეპარტამენტში.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.