საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ პერსონალის შერჩევის სპეციალისტის (რეკრუტერი) პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- სახელფასო რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კორპორაციული ღირებულებების შესაბამისად;
- ვაკანსიის განაცხადის მომზადება და განთავსება სხვადასხვა პლატფორმებზე;
- ვაკანსიის გავრცელების და აპლიკანტთა მოზიდვის სხვადასხვა გზების მოძიება;
- რეზიუმეების გადარჩევა; ტესტირებისა და გასაუბრებების ორგანიზება/ჩატარება;
- გასაუბრებისათვის, პოზიციის შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების მომზადება;
- აპლიკანტთა ბაზების წარმოება და პერიოდული რეპორტინგი;
- ონბორდინგის პროცესში ჩართულობა;
- HR დეპარტამენტის სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სოციალური მეცნიერებების/ფსიქოლოგიის მიმართულებით), მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
- შერჩევის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
შერჩევის ეტაპები:
- IQ ტესტირება;
- გასაუბრება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: დიღომი, კ. ჩაჩავას #8
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00 სთ.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - პერსონალის შერჩევის სპეციალისტი / რეკრუტერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.