ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამათავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებზე პრისელერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზებასა და მოლაპარაკების პროცესში ჩართულობა;
· კლიენტების საჭიროებების შესწავლა და მათი გადაწყვეტის გზების პოვნა პორტფელში არსებული ინსტრუმენტებით;
· სადემონსტრაციო ბაზების ადაპტირება კლიენტთან პრეზენტაციისთვის და პრეზენტაციების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
· კომერციული წინადადების მომზადებასა და კლიენტისთვის წარდგენაში მონაწილეობა;
· ხელშეკრულებების მომზადება და კლიენტის მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
· სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსულის ცოდნაც;
· MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· მოლაპარაკების წარმოებს უნარი;
· პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
· ორგანიზებულობა;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დამატებითი დეტალები:
· ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
o I ტესტირება
o II გასაუბრება
· ხანგრძლოვობა - 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში;
· სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხლეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ან თქვენი ლინქდინის პროფილი 2022 წლის 30 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge . სათაურის ველში მიუთითეთ - პრისელერი - ანაზღაურებადი სტაჟირება.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.