ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· შესყიდული საქონლის ინვოისების გამზადება პროგრამული ფაილებისთვის;
· მიღებული საქონლის ატვირთვა პროგრამაში;
· მარაგების სისტემატიური მონიტორინგი და გადატანის საჭიროების განსაზღვრა;
· გაყიდვების პროცესის ყოველკვირეული მონიტორინგი და მართვა;
· გადატანების ატვირთვა პროგრამაში;
· რეალიზაციის პროცესის წახალისების მიზნით წინადადებების მომზადება ყოველდღიური რეალიზაციის ანალიზის საფუძველზე;
· შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობა;
· რეორდერების მომზადება, შესრულების მონიტორინგი;
· მომწოდებლებთან ურთიერთობა კომპეტენციის ფარგლებში;
· ანგარიშების მომზადება კორპორაციაში დადგენილი წესით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel -ის კარგად ცოდნა - advance);
· მონაცემთა მართვის და დამუშავების უნარი;
· ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
· ანალიტიკური აზროვნება.
სამუშაოს ტიპი - სრული, ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 23 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - პროცესების მართვის მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).