საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ პროდუქტის მარკეტერის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქტის საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნასა და მართვაში მონაწილეობის მიღება;
- ქონთენთის შემუშავება (სოციალური მედიისთვის, ვებ საიტებისა და პრინტ მასალებისთვის);
- ქონთენთის ვიზუალური მხარის შესაქმნელად გრაფიკულ დიზაინერთან მუშაობა;
- სოციალური მედია არხების და ვებ-საიტების მართვა და ანალიტიკა;
- პროდუქტთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;
- განყოფილების სხვადასხვა აქტივობებში და პროექტებში ჩართულობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- მარკეტინგულ თულებთან მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა (Google Analytics, Facebook Ads Manager...);
- სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია).
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ორგანიზებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გამართულად წერის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
შერჩევის ეტაპებს:
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
- სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი.
დამატებითი ინფორმაცია:
ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 18 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - პროდუქტის მარკეტერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.