ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

პროდუქტის მენეჯერი
25 January 2021

საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ  კომპანიაში პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

დამსაქმებელი კომპანის შესახებ:

Vey Vey არის ახალგაზრდა, მიზანდასახული და ინოვატორი ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ ტურიზმის სფეროში შექმნის სრულიად ახალ გამოცდილებას. სწორედ ამიტომ შევქმენით VeyVey - მულტიფუნქციური პლატფორმა, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებითა და სიმარტივით გააუმჯობესოს ტურიზმის სფერო სასტუმროების, ტურების, მანქანების ქირაობის, რესტორნების, ივენთებისა და ბევრი სხვა მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

·         პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა და დახვეწა ინოვაციური იდეებით;

·         საიტის მომხმარებლებისთვის სხვადასხვა პრომოუშენების დაგეგმვა, ახალი პროდუქტებისა და პაკეტების შექმნა;

·         საიტის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმის შემუშავება გუნდთან ერთად;

·         მენეჯმენტთან ერთად ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანების გადაჭრა;

·         კონკურენტების საიტების ანალიზი, მათი პროდუქტებისა და შეთავაზებების შესწავლა;

·         B2B პარტნიორების მოძიება, Vey Vey-ის პროდუქტის გაცნობა და მათთან კომუნიკაცია;

·         სასტუმროების, მანქანების, რესტორნებისა და სხვა Listing-ების მართვა, განახლება, ატვირთვა, კორექტირება;

·         საიტის კონტენტის, ბანერებისა და პრომოუშენების მართვა;

·         საიტის რევიუების მონიტორინგი და მართვა;

·         საიტის ყოველდღიური მონიტორინგი და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მათი დაუყონებლივ გამოსწორება;

·         ბაზარზე მიმდინარე ტრენდების ანალიზი;

·         ბიზნეს საჭიეროებიდან გამომდინარე, სხვა ფუნქცია მოვალეოებების შესრულება, რაც არ სცილდება თანამშრომლის კომპეტენციასა და პროფესიულ მიმართულებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

·         ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

·         განათლება ტურიზმის მიმართულებით;

·         მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება;

·         ანალიტიკური აზროვნება;

·         ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

·         გუნდური მუშაობის უნარი;

·         დეტალებზე ორიენტირებულობა.

დამატებითი ინფორმაცია:

·         გექნება მეგობრული სამუშაო გარემო;

·         მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში;

·         გექნება შესაძლებლობა მენეჯმენთან ერთად გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;

·         გექნება წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა;

·         ისარგებლებ მზარდი ანაზღაურებით.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - პროდუქტის მენეჯერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111.  career@ug.edu.ge, ტელ: 255-22-22.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი