საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა, საზაფხულო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, განაცხადი გააკეთონ პროექტის ასისტენტი სტაჟიორის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- შედგენა კორესპონდენციის, მოხსენებების, პრეზენტაციების, გამოსვლების, ოქმების, ნახაზების, ტრანსკრიფციები და ა.შ;
- დახმარების გაწევა კვლევის, ანალიზისა და სხვადასხვა დოკუმენტების მომზადების პროცესში (ბრიფინგი, განცხადებები და ა.შ.);
- უზრუნველყოს თარგმანები, გადასინჯვები და გამოხმაურება სხვადასხვა სახის დოკუმენტებზე;
- დახმარება დაფინანსების მოძიებაში და პროექტების შემუშავებაში;
- სამთავრობო უწყებებთან, აკადემიურ წრეებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობების დამყარებაში დახმარება და კომუნიკაცია;
- ღონისძიებების ორგანიზებაში დახმარება (კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, რეგიონული/ეროვნული შეხვედრები და ა.შ.).
ძირითადი მოთხოვნები:
- ხართ საბაკალავრო საფეხურის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი; კურსდამთავრებული ან ფლობთ სამაგისტრო პროგრამის ხარისხს დედამიწის შემსწავლელი, გარემოს დაცვის ან სხვა მსგავსი კვლევის მიმართულებით;
- კარგათ ფლობთ ქართულ და ინგლისურ ენებს;
- სასურველია ანალიტიკური სტატიების წერის გამოცდილება;
- ძლიერი კომუნიკაციის უნარების ქონა, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური (პრეზენტაცია);
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
- შეგიძლიათ მუშაობა მულტიკულტურულ გარემოში და იცით კავკასიის რეგიონის პოლიტიკური სენსიტიურობის შესახებ.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- გაქვთ წერის და რედაქტირების ძლიერი უნარები;
- კარგად განვითარებული კვლევის უნარები;
- გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- მაღალი დონის ორგანიზებულობის უნარი, დეტალებზე ორიენტირებული;
- შეგიძლიათ მრავალპროფილიანი და სტრესულ გარემოში სწრაფად და მშვიდად მუშაობა;
- ხართ ეფექტური, ადაპტირებადი, პასუხისმგებელის გრძნობის მქონე და თვითმოტივირებული.
სამუშაო პირობები:
- სტაჟირების ხანგრძლივობა - სამიდან ექვს თვემდე, ერთთვიანი გამოსაცდელი ვადით. თითოეული კონკრეტული სტაჟირების ხანგრძლივობა პირადად იქნება შეთანხმებული თითოეულ სტაჟიორთან.
- ადგიმდებარეობა თბილისი;
- ნახევარ განაკვეთზე: კვირაში 20-30 საათი;
- სტაჟიორებს არ არის ანაზღაურებადი, თუმცა, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების საფუძველზე გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია ფინანსური მხარდაჭერაც;
- სტაჟირების დაწყების სავარაუდო თარიღია 2023 წლის 20 აპრილი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - პროექტის ასისტენტის სტაჟიორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.