საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე პროექტში High School of Georgia.
ძირითადი მოვალეობები:
- HSG-ს სტუდენტებთან წინასწარი სატელეფონო კომუნიკაცია;
- HSG-ს შესაბამისი ფეისბუქ ჯგუფის შექმნა;
- ფეისბუქ ჯგუფში პროცესის კოორდინირება (მოსწავლეების დამატება, განრიგის ატვირთვა და ა.შ)
- შაბათ-კვირას ლექციების მსვლელობისას ჯგუფის უზრუნველყოფა საჭირო მასალებით, პროცესის კოორდინირება, ლექტორების დახმარება;
- მენეჯერის უშუალო დავალებების შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ორგანიზებულობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი, კონფლიქტურ სიტუაციებში ხალხთან ურთიერთობის უნარი;
- სოციალური ქსელების მაღალ დონეზე გამოყენების უნარ-ჩვევები და ცოდნა;
- პერსონალური კომპიუტერის მაღალ დონეზე გამოყენების უნარ-ჩვევები და ცოდნა, მათ შორის ვიდეო ედითინგ პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
- გამართულად წერისა და ანალიზის უნარ-ჩვევები.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 27 სექტემბერის ჩათვლით. სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.