ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში პრომოუტერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
· პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა მომხმარებელთან კომუნიკაციისას;
· პროდუქციის გაყიდვა და რეკლამირება;
· დახლზე პროდუქციის სწორად განთავსება;
· განთავსებული პროდუქციის ვიზუალის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება სასურველია);
· MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
· ინგლისური და/ან რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები
· პროდუქტის პრეზენტაციის კარგი უნარი;
· კომუნიკაბელურობა;
· პასუხისმგებლიანობა;
· ენერგიულობა;
· შრომისმოყვარეობა.
სამუშაო ტიპი - სრული, სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი, ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - პრომოუტერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).