ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
· დადგენილი გრაფიკის მიხედვით შეკვეთების განხორციელება;
· პოტენციური მომწოდებლების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
· მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ მომწოდებლებთან;
· ასორტიმენტის შესწავლა, მათი უპირატესობების განსაზღვრა;
· სეგმენტის ანალიზი და რეპორტინგი;
· მომწოდებელსა და მიმღებს შორის ზუსტი და ოპერატიული დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა;
· შეკვეთების პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
· გამოცდილება - სასურველია 1 წლამდე მუშაობის გამოცდილება საცალო ვაჭრობის მიმართულებით;
· MS Office-ის პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
· პასუხისმგებლობის გრძნობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე - izajanashvili@coffeestar.ge სათაურის ველში მიუთითეთ - შესყიდვების მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.