ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიაში შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· პროდუქციის შესყიდვის პროცედურების, პროცესებისა და პოლიტიკის შექმნა, დაგეგმვა და განხორციელება;
· კომპანიის სტრატეგიული, მარკეტინგული და გაყიდვების გეგმების გათვალისწინებით, შესყიდვების დაგეგმვა და ბიუჯეტირება;
· ახალ და არსებულ მომწოდებლებთან/ბრენდებთან კომუნიკაცია;
· ზუსტი შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების დროულად განხორციელება;
· პროდუქციის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა კომპანიის საწყობამდე წინასწარ დადგენილ ვადებში;
· კონტრაქტორებთან პერიოდული კომუნიკაცია, კონტრაქტების მართვისა და პირობების გაუმჯობესების მიზნით;
· კონტრაქტორების მიერ შესრულებული მომსახურების (პროდუქცია/ტრანსპორტირება) მონიტორინგი, ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
· შესყიდვისა და პროდუქციის ტრანსპორტირების პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, იმპორტის საბაჟო დეკლარირებისთვის საჭირო დოკუმენტების, წარმოება და მიწოდება ფინანსური დეპარტამენტისთვის;
· შესყიდული პროდუქციის/მომსახურების ფასების პერიოდული ანალიზი;
· შესყიდვების ანალიზი, პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინება;
· საერთაშორისო მასშტაბით, სფეროში არსებული სიახლეებისა და ინოვაციური პრაქტიკების მეთვალყურეობა და დანერგვის უზრუნველყოფა;
· საჭიროების შემთხვევაში, რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და ფინანსურ დეპარტამენტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
· შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
· უცხო ენების მაღალ დონეზე ფლობა (განსაკუთრებით ინგლისური);
· სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MC Excel);
· სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის 6 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge . სათაურის ველში მიუთითეთ - შესყიდვების სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.