ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ბანკში ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
· მოტივირებული;
· განვითარებაზე ორიენტირებული;
· ენთუზიაზმით სავსე;
· პასუხისმგებლიანი;
· კომუნიკაბელური;
· აუცილებელია ფლობდე რომელიმე უცხო ენას: ინგლისური, რუსული ან ჩინური.
დამატებითი დეტალები:
· სწავლასთან გრაფიკის ხელშეწყობა და ამ ეტაპზე დისტანციური მუშაობა;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხლეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ქოლ-ცენტრის ოპერატორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.