ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

რედაქტორი
13 October 2021

საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, მხატვრული ლიტერატურის ხაზის განსავითარებლად ეძებს გამოცდილ რედაქტორს.

ძირითადი ფუნქციები

  • საბავშვო მხატვრული ლიტერატურის ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსაზღვრა/შედგენა/განმარტებითი ლექსიკონის დართვა
  • მხატვრული ტექსტების ადაპტირება, რედაქტირება და კორექტირება
  • სამეცნიერო ტექსტების რედაქტირება და კორექტირება
  • ენციკლოპედიური ინფორმაციის მოძიება, მოკლე ტექსტის შედგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ფილოლოგიური განათლება
  • ტექსტის რედაქტირება/კორექტირების კომპეტენცია
  • მხატვრულ ტექსტებთან მუშაობის გამოცდილება
  • სიახლეებზე ორიენტირებული
  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ინგლისური ენა - სასურველია

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაოს ტიპი: დისტანციური
  • ვაკანსიის რაოდენობა 2

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2021 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - vacancy@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - რედაქტორი

საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა 2007 წლიდან სთავაზობს სტუდენტებს სახელმძღვანეოლოებს, ჟურნალებსა და პერიოდულ გამოცემებს. 100-მდე სასწავლო თუ სამეცნიერო გამოცემა 14 წლიანი მუშაობის შედეგია.

 

საქართველოს უნივერსიტეტი არის რეგიონის ლიდერი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს პერსონალს ვთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსფრთხო სამუშაო გარემოს
  • თანამედროვე ოფისს და უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი