ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაში რეგულაციებთან შესაბამისობის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· ეთიკისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
· AML-თან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
· ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფა როგორც კანონმდებლობის, ასევე BDO Global-ის მოთხოვნებთან;
· ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიზნობრივი თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება.
ძირითადი მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება იურიდიული ან ფინანსური განხრით;
· რეგულაციებთან შესაბამისობის მიმართულებით მუშაობის 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
· ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი, ზეპირი კომუნიკაცია);
· სასურველია ბუღალტერთა ეთიკის კოდექსის დონეზე ცოდნა;
· AML კანონმდებლობის ცოდნა;
· ანალიტიკური აზროვნება;
· ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დამატებითი დეტალები:
· სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხლეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ან თქვენი ლინქდინის პროფილი 2021 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge . სათაურის ველში მიუთითეთ - რეგულაციებთან შესაბამისობის უფროსი სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22