საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული სადაზღვევო პროდუქტებისა და პროცესების ცოდნა;
- ანალიტიკისა და რეპორტინგის სამსახურის სტრატეგიის დაგეგმვაში უშუალო მონაწილეობის მიღება;
- რეპორტინგის ფორმების შემუშავება, დანერგვა და არსებული ფორმების გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება;
- საანგარიშო პერიოდში მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფა;
- მონაცემების დამუშავება და რეპორტინგის წარმოება შესაბამისი ვადების გათვალისწინებით;
- წარმოებული ანგარიშის მიწოდება შესაბამის სამსახურებთან;
- გაყიდვების შედეგების დათვლა, შედეგებზე დაყრდნობით ბონუსების და საკომისიოების დაანგარიშებაში მონაწილეობის მიღება;
- შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ.
დამატებითი ინფორმაცია:
ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - რეპორტინგის მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.