ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

კვლევის ანალიტიკოსი /მოდერატორი

5 November 2026
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ ერთერთ კვლევით ორგანიზაციაში კვლევის ანალიტიკოსის /მოდერატორის პოზიციაზე.
 
ძირითადი ამოცანები:
• თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების სრული ციკლის მართვა;  
• კლიენტთან კომუნიკაცია პროექტის ყველა ეტაპზე;
• კვლევის ინსტრუმენტების (კითხვარი, გაიდი) შემუშავება კვლევის მიზნებიდან გამომდინარე;
• მონაცემების სტატისტიკური დამუშავების სტრატეგიის და ინსტრუქციების შემუშავება და კომუნიცირება გუნდის წევრებთან;  
• ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩატარება ან/და ფოკუს ჯგუფების მოდერაცია;
• თვისებრივი კვლევის დიზაინის შემუშავება, მათ შორის რესპონდენტთა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა;
• ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების გაიდების შემუშავება;
• თვისებრივი მონაცემების ანალიზი (კოდირება, თემატური ანალიზი) და ინსაითების ფორმულირება.
• კვლევის მონაცემების ანალიზი, ანალიტიკური და გრაფიკული ანგარიშის მომზადება და რეკომენდაციების შემუშავება;
• კვლევის შედეგების პრეზენტაცია დამკვეთთან.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• განათლება ფსიქოლოგიის ან სოციოლოგიის მიმართულებით
• კვლევის მეთოდოლოგიების ცოდნა
• თვისებრივი კვლევის მეთოდების (ჩაღრმავებული ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფი, დაკვირვება) ცოდნა
• თვისებრივი კვლევის ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება
• სტატისტიკური ანალიზის კონცეფციების ცოდნა
• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
• ინგლისური ენის ცოდნა (B2)
• რუსული ენის ცოდნა (B1)
• პროექტის მართვის პრინციპების ცოდნა
• მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კვლევების ან ანალიტიკის მიმართულებით
• უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ ფოკუს ჯგუფების მოდერაციის გამოცდილება და თვისებრივი კვლევის შედეგებზე დაფუძნებული ანგარიშების მომზადების გამოცდილება.
 
პიროვნული თვისებები:
• ანალიტიკური აზროვნება
• პრეზენტაციის მომზადების/ჩატარების უნარი
• მონაცემთა ანალიზის უნარი
• ანალიტიკური ანგარიშების მომზადების უნარი
• მოდერაციის / ჯგუფური დინამიკის მართვის ალღო
• ცნობისმოყვარეობა, ადამიანების ქცევის მოტივების მიმართ ინტერესი
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი
• სწრაფი ადაპტაციის უნარი
• დროის ეფექტურად მართვის უნარი
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი