ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში საცალო და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
· მომხმარებლების მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მათთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება;
· გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
· გაყიდვების მიმართულებით სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
· საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
· ინგლისური ან/და რუსული ენების კარგად ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
· ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
· მოლაპარაკების წარმოების უნარი;
· გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
· ორგანიზებულობა;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - საცალო და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.