საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ რობოტიკის და კოდირების მასწავლებელის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუდენტების გადამზადება საკლასო ოთახის მართვაში;
- სტუდენტების სწავლება ტექნიკის ათვისებისათვის და წარმატების მიღწევისათვის;
- მოსწავლეებისთვის ახალი იდეებისა თუ უცხო ცნებების ახსნა შემოქმედებითი, სახალისო გზით;
- მოსწავლეთა ჩართვა აქტივობებში ყურადღების გასაუმჯობესებლად;
- სწავლება ინივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების მიხედვით.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისურ ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია;
- კარგი ურთიერთობის დამყარება მოსწავლეებთან, სხვა მასწავლებლებთან, მშობლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან;
- ტრენინგებისა და ადგილობრივი ღონისძიებების კოორდინაცია.
სამუშაო პირობები:
- ნახევარი ან სრული განაკვეთი, კანდიდატთან შეთანხმებით;
- ანაზღაურება სამუშაო საათების მიხედვით, 500 ლარიდან იწყება ნახევარ განაკვეთზე და 1200 ლარამდე სრულ განაკვეთზე.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - რობოტიკის და კოდირების მასწავლებელი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.