ვაკანსია
რობოტიკისა და კოდირების მასწავლებელი
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ რობოტიკისა და კოდირების მასწავლებელის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
· მოსწავლეთა გადამზადება;
· მოსწავლეებისთვის ტექნიკის სწავლება;
· მოსწავლეებისთვის ახალი იდეებისა თუ უცხო ცნებების ახსნა შემოქმედებითი, სახალისო გზით;
· მოსწავლეთა ჩართვა აქტივობებში ყურადღების გასაუმჯობესებლად;
· სწავლება ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების მიხედვით;
· ტრენინგებისა და ადგილობრივი ღონისძიებების კოორდინაცია;
· მოსწავლეებთან, მშობლებთან ურთიერთობის დამყარება და მათი დახმარება კურსისა და პროგრამის შეუფერხებლად შეცვლის მიზნით;
· მოსწავლეებისათვის რჩევების გაზიარება, დაწესებულების პროგრამისა და კულტურის შესახებ ადეკვატური ინფორმაციის გაცნობა.
ძირითადი მოთხოვნები:
· ინგლისურ ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია;
· კარგი ურთიერთობის დამყარება მოსწავლეებთან, სხვა მასწავლებლებთან, მშობლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
სამუშაო პირობები:
· ანაზღაურება - ანაზღაურება განისაზღვრება სამუშაო საათების მიხედვით, იწყება 500 ლარიდან ნახევარ განაკვეთზე 1200 ლარამდე სრულ განაკვეთზე;
· მუშაობის ხანგრძლივობა: ნახევარ განაკვეთზე ან სრულ განაკვეთზე, კანდიდატთან წინასწარ შეთანხმებით;
· სამუშაო ადგილი: ვაკე, ირაკლი აბაშიძის 61.
დამატებითი ინფორმაცია:
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - რობოტიკისა და კოდირების მასწავლებელი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.