საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანია გთავაზობთ:
- მორგებულ სამუშაო გრაფიკს (ფიზიკურად Axis Towers-ის ბიზნეს ცენტრში);
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქტის/კატეგორიის ბაზრის სიღრმისეულად შესწავლა და ანალიზი;
- ახალი კლიენტების და გასაღების ბაზრის მოძიება;
- არსებული კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება-გაღრმავება;
- საწყობში არსებული პროდუქციის სწრაფი გაყიდვა;
- შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება;
- პროდუქციის რეალიზაციისთვის დამატებითი დავალებების შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ანალიტიკური უნარები;
- მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი.
- პუნქტუალური;
- შრომისმოყვარე;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
- ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - Sales Assistant.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.