ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ სამაუწყებლო ჰოლდინგში გაყიდვების ოფიცერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· ბიზნესებისათვის მედია პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა;
· მონაცემების დამუშავება და კონტროლი;
· შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციების ჩატარება;
· კომპანიებთან გრძელვადიან ურთიერთობებსა და გაყიდვების შემდგომ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
· ახალი კომპანიების მოძიება და მოზიდვა.
ძირითადი მოთხოვნები:
· კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, პუნქტუალური;
· პრეზენტაციების ჩატარების გამოცდილება;
· გამართული მეტყველებისა და წერის უნარი;
· მოტივირებული , ენერგიული და შრომისმოყვარე.
სამუშაო ტიპი - სტუდენტებზე მორგებული; ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 19 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - გაყიდვების ოფიცერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).