ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის, მესამე კურსისა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებს, აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ სამართლის სკოლის სამართლის კლინიკაში სტაჟიორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· ადმინისტარციული და სამოქალაქო კატეგორიის საქმეთა წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
· კლიენტთათვის კონსულტაციის გაწევა;
· საპროცესო დოკუმენტების შედგენა.
ძირითადი მოთხოვნები:
· სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი;
· სტუდენტს გავილი უნდა ჰქონდეს სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი.
დამატებითი ინფორმაცია:
· სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის;
· სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვიდან -1 წლამდე პერიოდი;
· შერჩევის ეტაპები: 1) CV-ების გადარჩევა, 2) გასაუბრება.
სამუშაო ტიპი - არაანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 25 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - სამართლის კლინიკის სტაჟიორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.