ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

სამედიცინო მხარდაჭერის ოპერატორი

5 November 2026
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ ერთერთ სადაზღვევო კომპანიაში სამედიცინო მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.
 
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
  • ცხელ ხაზზე შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი სტანდარტის მიხედვით და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფა;
  • არსებული და პოტენციური კლიენტებისათვის სადაზღვევო პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კომპეტენციის ფარგლებში;
  • სადაზღვევო ანაზღაურებისათვის ინსტრუქციის გაცემა სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით;
  • მზღვეველის პროვაიდერ კლინიკებში, დაზღვეულის მხრიდან სამედიცინო მომსახურების მოთხოვნის დაფიქსირება (საგარანტიო წერილი, მიმართვა, ანაზღურება), დაზღვეულისათვის სადაზღვევო პირობების გათვალისწინებით ინფორმაციის მიწოდება და, საჭიროებისამებრ, აღნიშნული მოთხოვნის ელექტრონული დაფიქსირება;
  • წინასწარი ავტორიზაციას დაქვემდებარებული საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცემა და მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
  • ზარალების შესახებ შეტყობინების მიღება, შესაბამის უფლებამოსილ განყოფილებებზე/პირებზე ინფორმაციის გადაცემა, პროგრამულად (IBF) დაფიქსირება და ელექტრონულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრულ საკონტაქტო პირებთან;
  • ვიზიტების პროგრამულად (ე.წ. „ბუქინგის პროგრამა“) დაგეგმვა ოჯახის ექიმებთან / სპეციალისტებთან/ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე პროვაიდერ კლინიკებში;
  • საჭიროებისამებრ პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტების სატელეფონო შეთავაზება და აღრიცხვა, ხოლო პოტენციური კლიენტების მხრიდან სურვილის ან დაინტერესების შემთხვევაში, ინფორმაციის გაყიდვების დეპარტამენტისთვის გადაცემა ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
  • შიდა ზარების რეგულირება, კერძოდ, ისეთი საკითხების გადაცემა სხვა უფლებამოსილი განყოფილებისთვის, რომელიც სცილდება ასისტანსის განყოფილების ფუნქციებს და/ან მოვალეობებს;
  • მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხის შეფასება სხვადასხვა ფორმის სატელეფონო გამოკითხვის საშუალებით და შესაბამისი ფორმის წარმოება ;
  • გამოტოვებულ ზარებზე უკუკავშირის უზრუნველყოფა; 
 მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი