ვაკანსია
საქართველოს ბანკი აცხადებს ლიდერატორის რიგით მეშვიდე სტუდენტურ პროგრამას!
წელს ლიდერატორი საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის მიღებას აცხადებს 13 პროგრამაზე, რაც ბანკის მასშტაბით 45 სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს. მათ შორისაა: ინფორმაციული ტექნოლოგიები, რაოდენობრივი მოდელების ანალიტიკა, ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი, ბიზნესის ეფექტურობა, მარკეტინგი, ციფრული არხების განვითარება, ადამიანური კაპიტალის მართვა, ფინანსური და საინვესტიციო ანალიზი, საბანკო სამართალი, საცალო, SME, კორპორაციული თუ პრემიალური საბანკო მომსახურება და საბროკერო საქმე.
ლიდერატორი თქვენი შესაძლებლობაა, იპოვოთ საკუთარ ინტერესებზე და სასწავლო გრაფიკზე მორგებული, ანაზღაურებადი სტუდენტური პროგრამა და მიიღოთ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება.
ლიდერატორის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება და განაცხადის გამოგზავნა შეგიძლიათ აქ - Leaderator.bog.ge
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 5 თებერვალი.
ლიდერატორის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გეპატიჟებით ონლაინ ვებინარზე, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკის მენეჯმენტის გუნდის წევრები და სტუდენტური პროგრამის კურსდამთავრებულები მოგიყვებიან ლიდერატორზე და გაგიზიარებენ თავიანთ რეკომენდაციებსა და გამოცდილებას.
ვებინარზე დასასწრებად 20 იანვრის ჩათვლით დარეგისტრირდით - Leaderator 2022 - Webinar