- საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
- პროფესორის აკადემიური თანამდებობა საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებით (1 ვაკანსია)
წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:
ძირითადი კრიტერიუმებია:
- დოქტორის აკადემიური ხარისხი (ასისტენტის აკადემიური თანამდებობა შეუძლია დოქტორანტს)
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება
- სამეცნიერო ნაშრომები ბოლო 5 წლის განმავლობაში. უპირატესობა მიენიჭება Scopus-ის ბაზებში დაცულ გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს
დამატებითი კრიტერიუმებია:
- ინგლისური ენაზე ლექციის ჩატარების უნარი
- სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით
- საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის პროექტი დანართის მიხედვით
- პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა
- საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი
წარმოსადგენი დოკუმენტებია:
- განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დართული ფორმა)
- საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ დართული ფორმა)
- კანდიდატის მოკლე რეზიუმე, ე.წ. „ბიო“ - არაუმეტეს 150 სიტყვისა ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ დართული ნიმუში)
- პირადობის მოწმობის ასლი
- აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (https://eqe.ge/ka/page/static/213/utskhoetshi-mighebuli-ganatlebis-aghiareba) და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად
- ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ
- გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა, რომელიმე პუბლიკაციის ასლი კანდიდატის შერჩევით)
- საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის პროექტი (იხ. დანართი)
- საგნის სილაბუს(ებ)ი
- სხვა ინფორმაცია, რომელიც თქვენი აზრით მნიშვნელოვანია შესაბამის პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის წარმოჩენისთვის
- საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება.
- კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეტთან. Google Scholar-ის პროფილის ვერიფიკაცია მოხდეს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით და საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალური (@ug.edu.ge) ელ. ფოსტით.
- საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2022 წლის 3 და 4 აგვისტოს ელექტრონული
ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე academicvacancy@ug.edu.ge ან მატერიალური ფორმით მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. #77ა, მე-4 კორპუსი, ოთახი №514, 0171. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის მიმართულება. კანდიდატურა განიხილება დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.
- აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 7 და 8 ნოემბერს.
- საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2022 წლის 11 ნოემბერი.
- კონკურსში გამარჯვებული პირების სია გამოქვეყნდება 2022 წლის 15 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ug.edu.ge.
- საკონკურსო განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ug.edu.ge და www.jobs.ge–ზე.
საქართველოს უნივერსიტეტი არის რეგიონის ლიდერი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტი თანამშრომელს აერთიანებს.
ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
- სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
- უსფრთხო სამუშაო გარემოს
- უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
დანართი
გისურვებთ წარმატებას!