ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

საქართველოს უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად, აგლებრის მიმართულებებით.
30 July 2021

საქართველოს უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად, აგლებრის მიმართულებებით.

  1. წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:
  2. ძირითადი კრიტერიუმებია:        
    • დოქტორის აკადემიური ხარისხი
    • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება
    • სამეცნიერო ნაშრომები ბოლო 5 წლის განმავლობაში. უპირატესობა მიენიჭება Scopus-ის ბაზებში დაცულ გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს

დამატებითი კრიტერიუმებია:

  • საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის პროექტი დანართის მიხედვით
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა
  • საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი
  • ინგლისური ენა
  1. წარმოსადგენი დოკუმენტებია:
    • განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დართული ფორმა)
    • საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ დართული ფორმა)
    • კანდიდატის მოკლე რეზიუმე, ე.წ. „ბიო“ - არაუმეტეს 150 სიტყვისა ქართულ და ინგლისურ ენეზე (იხილეთ დართული ნიმუში)
    • პირადობის მოწმობის ასლი
    • აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (https://eqe.ge/geo/static/213) და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად
    • ცნობა სამეცნიერო გამოცდილების შესახებ
    • გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა, რომელიმე პუბლიკაციის ასლი კანდიდატის შერჩევით)
    • ინგლისურ ენის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
    • საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის პროექტი (დანართის მიხედვით)
    • სხვა ინფორმაცია, რომელიც თქვენი აზრით მნიშვნელოვანია შესაბამის პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის წარმოჩენისთვის
  1. კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეთან. Google Scholar-ის პროფილის ვერიფიკაცია უნდა მოხდეს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით და საქართველოს უნივერერსიტეტის ოფიციალური ელ. ფოსტით (@ug.edu.ge).
  2. საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2021 წლის 2 და 3 სექტემბერს ელექტრონული ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ug.edu.ge და მატერიალური ფორმით მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. #77ა, მე-4 კორპუსი, ოთახი №514, 0171. სათაურის ველში მიუთითეთ მიმართულება. კანდიდატურა განიხილება დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.
  3. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 4 და 5 სექტემბერს.
  4. საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2021 წლის 10 სექტემბერი
  5. კონკურსში გამარჯვებული პირების სია გამოქვეყნდება 2021 წლის 13 სექტემბერს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ug.edu.ge.

საქართველოს უნივერსიტეტი არის რეგიონის ლიდერი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტი თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
  • სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსფრთხო სამუშაო გარემოს
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

დანართი

გისურვებთ წარმატებას!

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი