ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში
12 April 2019

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტი თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
  • სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში:

1.1. ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა ფსიქოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);  განსაკუთრებული მოთხოვნა: დოქტორის ხარისხი გენდერის სფეროში. ინგლისური და გერმანული ენების ცოდნა; პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება. 

1.2. ასისტენტის აკადემიური თანამდებობა ფსიქოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);  განსაკუთრებული მოთხოვნა: ბავშვებთან, ოჯახებთან და სასამართლო ფსიქოლოგიაში მუშაობის გამოცდილება; 

2. წარმოსადგენი დოკუმენტებია:

2.1. განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი;

2.2. საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე;

2.3. რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე (არაუმეტეს 80 სიტყვისა);

2.4. ფოტო (ზომით 3X4);

2.5. პირადობის მოწმობის ასლი;

2.6. აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;

2.7. სამოტივაციო წერილი; 

2.8. ორი სარეკომენდაციო წერილი;

2.10.საგნის სილაბუს(ებ)ი; 

2.11. გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა; წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);

 

3. საბუთები წარმოდგენილ იქნეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმითაც;

4. წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდეს შემდეგი წესით:

4.1.  ძირითადი კრიტერიუმებია:          

ა) აკადემიური ხარისხი.  ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორანტს.

ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა  (სასურველია).

გ) სამეცნიერო ნაშრომები. უპირატესობა მიენიჭება სკოპუსის ბაზებში დაცულ გამოცემებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციების ავტორებს.

 

4.2.  დამატებითი კრიტერიუმებია: 

ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ) კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;

გ) პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;

 

5. საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე. 

6. კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეთან.

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდეს 2019 წლის 9  და 10 მაისს  12:00  საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №514.

8. კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 13 მაისს;

9. კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობოს დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

10. საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღედ დადგინდეს  2019 წლის  15 მაისი;

11. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2019 წლის 17 მაისს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.ug.edu.ge.

დანართი

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი