ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა აცხადებს ლექტორის ვაკანსიებს სამაგისტრო სწავლების საფეხურზე
24 May 2019

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტი თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
  • სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა აცხადებს ლექტორის ვაკანსიებს სამაგისტრო სწავლების საფეხურზე შემდეგი მიმართულებებით:

  • ომი და ომის სამართალი
  • ჩვეულებრივი შეიარაღება და კონტროლი
  • „კარგი მმართველობა“ და გამჭვირვალობა

           

  1. ომი და ომის სამართალი

საგანი მიმოიხილავს ომს, როგორც პოლიტიკურ-სოციალურ ფენომენს, მის კავშირს პოლიტიკურ მიზნებთან და ომის ფორმების განვითარების ეტაპებს. ამასთან ერთად სასწავლო მასალა უნდა მოიცავდეს ომის სამართლებრივი ჩარჩოების ევოლუციის ინტენისურ და დეტალურ განხილვას (მათ შორის ქეისების გამოყენებით), არსებული სტატუს - ქვოს და გამოწვევების ანალიზს.

  1. ჩვეულებრივი შეიარაღება და კონტროლი

საგანი მიმოიხილავს ევროპული და გლობალური მასშტაბით ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის მექანიზმების ევოლუციას, ჩვეულებრივ შეიარაღებასთან  და შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული ძირითადი ცნებების განმარტებას და პრაქტიკული მაგალითების განხილვას. სასწავლო კურსი უნდა მოიცავდეს რელევანტურ სამართლებრივ და ინსტიტუციურ (როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ) ჩარჩოებს, რომლებიც ჩვეულებრივი შეიარაღების და მისი კონტროლის მექანიზმებს მოიცავს. ამასთან ერთად, აღნიშნული მექანიზმები უნდა იქნას განხილული მათი ეფექტურობის ხარისხის მიხედვით.

 

  1. ,,კარგი მმართველობა“ და გამჭვირვალობა

სასწავლო კურსი მოიცავს  კარგი მმართველობის ფენომენის ახსნას,  ინსტიტუციურ დახასიათებას და რეგიონალურ - გლობალური ინსტიტუტების მაგალითების სახით განხილვას. კურსი განიხილავს  ,,კარგი მმართველობის“ ტერმინოლოგიურ მნიშვნელობას სხვადასხვა კონტექსტში  და მის გავლენას პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების სფეროებში.  ამასთან ერთად, სასწავლო კურსი მოიცავს საერთაშორისო ორგანიზაციების და ინსტიტუტების  დემოკრატიული დეფიციტის, როგორც თანამედროვე პრობლემის ანალიზს.

 

წარმოსადგენი დოკუმენტებია:

  • Curriculum Vitae;
  • სამოტივაციო წერილი;
  • საგნის სილაბუს(ებ)ი.

 

მიღების კრიტერიუმები:

  • მაგისტრის ხარისხი, უპირატესობა მიენიჭება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე კანდიდატებს
  • უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგიური გამოცდილება

** საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითხზე.

 

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2019 წლის 2 ივნისის ჩათვლით მეილზე vacancy@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ: სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ლექტორი და შესაბამისი საგნის დასახელება.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი