ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

სასწავლო პროცესის ადმინისტრატორი
17 June 2021

შპს "იუჯი ლიმესი რობოტექნიკის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

UG limes რობოტექნიკის აკადემია არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც ანხორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს რობოტიკაში და პროგრამირებაში. მსმენელები მიიღებიან პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით.

ძირითადი მოვალეობები:

·         მშობლების მიღება, სასწავლო პროგრამებზე გასაუბრება, შესაბამის პროგრამაზე მოსწავლის დარეგისტრირება (მოსწავლეთა ახალი ნაკადის მიღბების გამოცხადებისას);

·         მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგი (დასწრებების აღმრიცხველ დოკუმენტს მასწავლებლებისგან მიღებთ ყოველკვირეულად);

·         მოსწავლეთა ფინანსური დავალიანების მონიტორინგი (ყოველთვიურად);

·         საჭიროების შემთხვევაში მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება, მათი ფინანსური დავალიანებისა და მოსწავლის გაცდენების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         Word და Excel პროგრამების ცოდნა მაღლ დონეზე;

·         სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება ადმინისტრაციის ან/და განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;

·         ქართული ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

·         სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·         მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

·         დეტალებზე ორიენტირებულობა;

·         გამართულად მეტყველება;

·         გუნდური მუშაობა.

დამატებითი ინფორმაცია:

·         UG limes ის ადმინისტრაცია ფუნქციონირებს საქართველოს უნივერსიტეტის შენობაში, მე-4 კორპუსი, ოთახი N209;

·         სამუშაო გრაფიკი: სამშაბათი პარასკევის ჩათვლით - 11:00-19:00, შაბათი 10:00-14:00 (UG  სტუდენტთათვის შესაძლებელია გრაფიკის მორგება);

·         კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

o   CV-ების მიღება, განხილვა;

o   ინდივიდუალური გასაუბრება;

o   სტაჟირების ეტაპი  1 თვე;

·         სტაჟირების ეტაპის შემდეგ გაფორმდება ანაზღაურებადი ხელშეკრულება.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 30 ივნისის  ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - სასწავლო პროცესის ადმინისტრატორი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი