საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის Front Office-ის ლექტორებსა და სტუდენტებზე პასუხისმგებელი მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ლექტორების დაგვიანების აღრიცხვა და კონტროლი;
- ლექტორების ადრე გასვლის აღრიცხვა და კონტროლი;
- ლექტორების გაცდენების აღრიცხვა და კონტროლი;
- ლექტორებისათვის ჟურნალების გამზადება;
- ლექტორებისათვის ჟურნალების, გასაღების და პულტის მიცემა;
- გასაღების და პულტის აღრიცხვა და დაბრუნების მონიტორინგი;
- გამოცდებზე დასწრება (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, უცხოელი სტუდენტები, მასწავლებლების მოსამზადებელი პროგრამების);
- სტუდენტების შეკითხვებზე პასუხების გაცემა;
- სტუდენტების დაკვალიანება (განცხადების წერის ახსნა, წესდების გაცნობა, ვადების განცობა და ა. შ);
- სტუდენტების ინფორმირება (შეტყობინებების გაგზავნა ახალ წესებზე, დღესასწაულებზე და ა .შ);
- ლექტორების შეკითხვებზე პასუხების გაცემა;
- ლექტორების ინფორმირება დასვენების დღეებზე;
- ლექტორების მონიშვნა;
- შეტყობინენებზე პასუხის გაცემა;
- ლექციების დროს შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა: აუდიტორიის შეცვლა საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საქართველოს უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრის საფეხურის კურსდამთავრებული;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემის იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი;
- მოწესრიგებული;
- ორგანიზებული;
- ელექტრონულ საინფორმაციო რესურსებში მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 10:00-19:00
ანაზღაურება: ანაზღაურებადი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: career@ug.edu.ge , სათაურის ველში მიუთითეთ: „სასწავლო ოფისი“. წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.