ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს საველე ფანდრაიზერის ვაკანსიას ნახევარ განაკვეთზე (მოქნილი სამუშაო გრაფიკი: დღეში 4 სამუშაო საათი).
ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:
- საჯარო და კერძო სივრცეებში (ქუჩებში, პარკებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა) პოტენციურ დონორებთან კომუნიკაცია;
- დონორების დაინტერესება და მათი ვებ-გვერდზე რეგისტრაცია;
- SOS ბავშვთა სოფლის ცნობადობის გაზრდა - შენ იქნები ჩვენი „ხმა“ და „სახე“;
- ყოველდღიური უკუკავშირი გუნდის ლიდერთან (რომელიც ყოველთვის მხარს გიჭერს)
ჩვენ გეძებთ თუ:
- ხარ კომუნიკაბელური და თავდაჯერებულად ურთიერთობ უცხო ადამიანებთან;
- გაქვს გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; (სასურველია და არა აუცილებელი)
- ხარ გუნდური მოთამაშე, პასუხისმგებლიანი და მოტივირებული;
- გაქვს კონფლიქტურ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 4 სამუშაო საათი (ორშაბათი-პარასკევი)
- ღირსეულ ანაზღაურებას: ფიქსირებული - 800 ლარი (დარიცხული) + ბონუსი შესრულების მიხედვით;
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
- სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: hr@sos-kd.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.