საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
ჩვენს პერსონალს ვთავაზობთ:
- სასწავლო პროცესზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს
- უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს
საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- მონაწილეობა საქართველოს უნივერსიტეტის PR კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
- სამიზნე ჯგუფების კმაყოფილებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა;
- ახალი იდეების გენერირება უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდის მიზნით;
- სფეროში არსებულ სიახლეებისა და ტრენდების გამოვლენა;
- მედიასთან ურთიერთობა;
- უნივერსიტეტის სოც ქსელებში წარმოჩენის თვალსაზრისით იდეების გენერირება;
- საჭიროებისამებრ, სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენა (მინ. B2 დონე)
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა 2021 წლის 30 მაისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ: „საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი“. წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.