ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

შეფასების უმცროსი სპეციალისტი - ანაზღაურებადი სტაჟირება
21 July 2022

საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორულ კომპანიაში შეფასების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

·         შესაფასებელი ობიექტის ინსპექტირების დაგეგმა და ვიზუალური დათვალიერება;

·         ობიექტის დახასიათება/აღწერის გაკეთება;

·         უძრავი და მოძრავი ქონების ბაზრის შესწავლაში მონაწილეობის მიღება;

·         შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება;

·         პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         განათლება ფინანსების მიმართულებით;

·         სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);

·         სასურველია MS Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

·         ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

·         გუნდურად მუშაობის უნარი;

·         ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

·         დეტალებზე ორიენტირებულობა;

·         დროის ეფექტურად მართვის უნარი;

·         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

·         სამუშაო საათები - სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი;

·         6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში;

·         ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

o   I ტესტირება;

o   II გასაუბრება.

·         ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022  წლის 31 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ანაზღაურებადი სტაჟირება - შეფასების უმცროსი სპეციალისტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი