ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ აგრობიზნესში მოქმედი ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიაში შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· შეკვეთის პროგრამულად (1C ERP) მიღება და მისი შემდგომი დამუშავება;
· არსებულ, უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
· ტვირთის საწყობში შემოსვლამდე მონიტორინგი;
· შეკვეთების ანალიტიკა;
· ონლაინ გაყიდვების პროგრამული რეალიზაცია;
· დაფიქსირებული ონლაინ შეკვეთის მიწოდება საწყობისთვის; რეალიზაციისათვის გამზადებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის პროგრამულად მიწოდება კურიერისათვის.
ძირითადი მოთხოვნები:
· აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
· სასურველია განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
· სასურველია 1C ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
· სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარსკევი, 10:00სთ-19:00სთ;
· სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 155;
· დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2020 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - შესყიდვების მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).