ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი
17 February 2023

საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ შესყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.

 

კომპანია გთავაზობთ:

  • საინტერესო, ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების დიდ შესაძლებლობას და გუნდის მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას;
  • კორპორატიული ნომერი/ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • კომპანია „სუპერის“ პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია წერილობითი და ვერბალური ფორმით;
  • შესასრულებელი საქმიანობის შესაბამისად შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია;
  • სხვადასხვა სახის რეპორტის მომზადება განსაზღვრული პერიოდულობით და მოთხოვნის შესაბამისად;
  • პროდუქციის მარაგების/ნაშთების კონტროლი შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;
  • წუნდებული პროდუქციის მართვასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართულობა;
  • პროდუქციასთან დაკავშირებული დოკუმენტების ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა;
  • თანამდებობით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისთვის სხვა დავალებების შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკა/ბიზნესი/ფინანსების მიმართულებით)
  • იდენტურ თანამდებობაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება, შესაბამისი ტიპის პროდუქციასთან მუშაობა ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლებთან საკომუნიკაციოდ;
  • Microsoft Office-ს, განსაკუთრებით EXCEL-ის მაღალ დონეზე ცოდნა. 

 

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

  • სხარტი, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის, სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, რომან მიმინოშვილის №1;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (1 საათი შესვენება);
  • ანაზღაურების ტიპი: მხოლოდ ფიქსირებული;
  • ანაზღაურების ოდენობა: 1500 ლარი;
  • რაოდენობა: 1 (ერთი).

 

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა (კომპანია დავუკავშირდება მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს, რეზიუმეს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 კვირის ვადაში);
  • ორეტაპიანი გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან.

 

დამატებითი ინფორმაცია:

ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულენოვანი CV 2023  წლის 19 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი