ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

შესყიდვების სპეციალისტი
6 December 2022

საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.

 

კომპანია გთავაზობთ:

·         პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;

·         სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

·         უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;

·         FitPass ბარათს;

·         უფასო კვებას.

ძირითადი მოვალეობები:

·         შესყიდვების პროცესის განხორციელება არსებული სტანდარტის მიხედვით;

·         შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;

·         პოტენციური მომწოდებლების ბაზის წარმოება (მუდმივი განახლება);

·         ახალი ბრენდების მოძიება/დამუშავება;

·         ძნელადრეალიზებადი პროდუქციის დამუშავება, მიზეზების დადგენა და შესაბამისი აქტივობების გაწერა;

·         მინიმალური და მაქსიმალური ნაშთების განახლების უზრუნველყოფა პერიოდულად (3 თვეში ერთხელ-სეზონურად);

·         მოსალოდნელი დეფიციტების განსაზღვრა და ალტერნატიული პოზიციების მოძიება/ჩანაცვლება (დროებით შევსება).

ძირითადი მოთხოვნები:

·         სასურველია უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის მიმართულებით; 

·         მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

·         ინგლისური ენის ცოდნა;

·         სასურველია თურქული ენის ცოდნა;

·         1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

·         საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

·         პასუხისმგებლობის გრძნობა;

·         განვითარებაზე ორიენტირებული;

·         მოლაპარაკების წარმოების უნარი;

·         პროექტის მართვის უნარი;

·         გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

·         სამუშაო ხანგრძლივობა: სრული, 9:00 – 6:00 ან 10:00 – 7:00;

·         ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე;

·         ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022  წლის 15 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - შესყიდვების სპეციალისტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი