ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

შესყიდვების სპეციალისტი-კნაუფ გიპს თბილისი
12 September 2025

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის

თუ ეძებ ახალ შესაძლებლობებს, გსურს დაიწყო კარიერა საერთაშორისო კომპანიაში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და დაამყარო ურთიერთობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე – ეს შანსი შენთვისაა!

კომპანია KNAUF გთავაზობს მაღალანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას შესყიდვების მიმართულებით.

კომპანიის შესახებ:
„კნაუფ გიპს თბილისი“ არის საერთაშორისო, ოჯახური ბიზნესი, რომელიც 1932 წელს დაარსდა გერმანიაში. „კნაუფი“ წარმოადგენს სამშენებლო მასალების წარმოების გლობალურ ლიდერს, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით, მაღალი ხარისხის პროდუქტებით და მდგრადი განვითარების პრინციპებით.

სტაჟირების დეტალები:

  • პოზიცია: სტაჟიორი – შესყიდვების სპეციალისტი

  • ხანგრძლივობა: 6 თვე

  • ლოკაცია: თბილისი, სამგორის რაიონი, ქიზიყის ქუჩა

  • ანაზღაურება: 1700 ლარი (net)

მოთხოვნები:

  • მაგისტრატურის სტუდენტი ან საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სავალდებულო, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანში მდებარე წარმომადგენლებთან)

  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი

უპირატესობა:
სტაჟირების წარმატებით დასრულებისა და ორმხრივი შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია სამომავლო თანამშრომლობა კომპანიაში.

როგორ მოვითხოვოთ:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე და შეავსოთ განაცხადის ფორმა:
Internship in Procurement - Knauf Gypsum EAST Southeast

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge

Tel: +995 511 30 27 47.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი