ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

სტაჟიორი ფინანსურ დეპარტამენტში
25 July 2023

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ სტაჟირებაზე ფინანსურ დეპარტამენტში პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვადასხვა რეპორტების მომზადება;
  • კრედიტორებისა და დებიტორების შეთანხმების პროცედურებში ჩართულობა;
  •  ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური სისტემების დახურვის პროცესში მონაწილეობა;
  • სამუშაო კაპიტალის შესახებ რეპორტების მომზადება (მარაგები, მოთხოვნები, ვალდებულებები );
  • საბუღალტრო სისტემაში საბუღალტრო ჩანაწერების სიზუსტისა და სისრულის კონტროლი;
  • ინფორმაციის წარდგენა შიდა და გარე აუდიტებისთვის;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების მიმართულებით);
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 საფეხური);
  • MS Excel-ის ცოდნა (საშუალო დონეზე);
  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო.

 

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა, გუნდური და დამოუკედებლად მუშაობის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ნატახტარი
  • სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
  • სტაჟირება არის ანაზღაურებადი და განკუთვნილია მხოლოდ სტუდენტებისთვის (სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტები). 

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023  წლის 31 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟიორი ფინანსურ დეპარტამენტში.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი