ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

სტაჟიორი გაყიდვების დეპარტამენტში-კომპანია რედკო
31 July 2025

დეველოპერული კომპანია რედკო 2012 წელს დაარსდა და ამ დროიდან მოყოლებული კომპანიის გუნდი ადევნებს თვალს ინდუსტრიის დინამიკას და უახლეს ტენდენციებს თანამედროვე საცხოვრებელი და რეკრეაციული კონცეფციების შემუშავებისთვის. კომპანიის მიერ პროექტების განხორციელება მოიცავს როგორც აპარტოტელების, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების და დამატებითი ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, ასევე მათ მშენებლობას და შემდგომ მართვას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ აქ: www.redco.ge

კომპანია რედკო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყდვების დეპარტამენტში:

პოზიციის დასახელება: სტაჟიორი გაყიდვების დეპარტამენტში

მდებარეობა: ქ. თბილისი

ანაზღაურება: 1200 ლარი

ხანგრძლივობა: 6 თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         არასრული უმაღლესი განათლება;

·         საოფისე პროგრამების ცოდნა;

·         ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;

·         გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

პიროვნული თვისებები:

·         კომუნიკაციის უნარი;

·         ორგანიზაციული და დროის მენეჯმენტის უნარები;

·         ინტერესიანი;

·         გუნდურად მუშაობის უნარი;

·         შედეგებზე ორიენტირებული, მოტივირებული;

 ჩვენ გთავაზობთ:

 

·         მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების გაზიარებას;

·         მუშაობისთვის და სწავლისთვის კომფორტულ პირობებს;

·         სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმების რეალურ შანსს;

 

დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@redco.ge

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47

 

 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი