საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ სტაჟირებაზე ერთ-ერთი კომპანიის აუდიტის დეპარტამენტში.
ძირითადი მოვალეობები:
- ბუღალტრული გატარებების წარმოების ცოდნა;
- პირველადი დოკუმენტაციის სახეობების შესწავლა;
- ფინანსური რეპორტინგის საფუძვლები;
- შიდა ტრეინინგები საგადასახადო და საბუღალტრო პროცესებში;
- პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სფეროს კომპანიებთან.
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება - საშუალო-სპეციალური საბუღალტრო-ეკონომიკური;
- კომპიუტერული პროგრამების (Office, Excel) ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია).
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- გამორჩეული კომუნიკაციის უნარი;
- კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
- ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული;
- პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები;
- შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული.
სამუშაო პირობები:
- ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში;
- სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი;
- სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი;
- სტაჟირება ანაზღაურებადია.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.